პოზიციის დასახელება - საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტი
კონკურსის ტიპი - გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
კატეგორია - იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა - 26.06.2026
თანამდებობრივი სარგო: 2800 ლარი
ადგილების რაოდენობა - 2
სამსახურის ადგილმდებარეობა - თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
ფუნქციები
• ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო კომიტეტებში მიმდინარე ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციის ამსახველი ინგლისურენოვანი დოკუმენტების მომზადებაში ჩართულობა;
• საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშების მომზადება საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ;
• სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა/ანალიზი;
• საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი საერთაშორისო სამართლის ჭრილში;
• დეპარტამენტში შემოსული წერილების/განცხადებების პასუხის მომზადება;
• დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.
მოთხოვნები
მინიმალური განათლება - ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
პროფესია - იურისტი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული